07 ოქტომბერი 2024,   14:32
ვრცლად
პოლონეთში მიწისძვრის შედეგად მაღარო ჩაინგრა - არის მსხვერპლი 

მსხვერპლი მოჰყვა ავარიას პოლონეთის სპილენძის მომპოვებელ მაღაროში. ქალაქ პოლკოვიცესთან მდებარე მაღარო მას შემდეგ ჩაინგრა, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა.

ბიძგების ეპიცენტრი საბადოდან ორ კილომეტრში მდებარეობდა, სიმძლავრე კი 3.4 მაგნიტუდა იყო.

მაღაროს ჩანგრევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა. ამ დრომდე გაურკვეველია 6 მაღაროელის ბედი. ადგილზე სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

დღის ამბები