07 ოქტომბერი 2024,   14:21
ვრცლად
გერმანიაში სპეცსამსახურის თანამშრომელი ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს

გერმანიელმა ძალოვანებმა ტერორიზმის ბრალდებით, სპეცსამსახურების თანამშრომელი დააკავეს. მისი ვინაობა არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ 51 წლის მამაკაცი კონსტიტუციის დაცვის ფედერალურ უწყებაში მუშაობდა.

გამოძიების ინფრომაციით, ეჭვმიტანილი სხვა სახელით ისლამისტებს ინტერნეტით ეკონტაქტებოდა, რადიკალურ ისლამს მხარდაჭერას უცხადებდა და მათ საიდუმლო ინფორმაციის გამხელასაც სთავაზობდა.

გერმანული მედია გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, რომ დაკავებული ალაჰის სადიდებლად უწყების შტაბბინაში მასშტაბური ტერაქტის მოწყობას აპირებდა. გავრცელებული ინფრომაციით, ეჭვმიტანილი გერმანიის მოქალაქე და წარმოშობით ესპანელია.

მან სახელმწიფო უწყებაში მუშაობა 2016 წლის აპრილში დაიწყო და ცოტა ხნის წინ, ოჯახისგან ფარულად ისლამი მიიღო. ეჭვმიტანილის დაკავებაში გამოძიებას მისივე კოლეგა დაეხმარა.  

დღის ამბები