07 ოქტომბერი 2024,   14:29
ვრცლად
კოლუმბიელი და ბრაზილიელი ძალოვანები მედელინთან მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზის დადგენას ცდილობენ

კოლუმბიელი და ბრაზილიელი ძალოვანები მედელინთან მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზის დადგენას ცდილობენ. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. თვითმფრინავი, რომლითაც ბრაზილიის კლუბის შაპე-კოენსეს ფეხბურთელები ტურნირზე მიემგზავრებოდნენ, კოლუმბიაში ჩამოვარდა.

შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ორივე შავი ყუთი. გამოძიება ორ ვერსიაზე მუშაობს, ერთერთის თანახმად, თვითმფრინავს საწვავი გაუთავდა, თუმცა არ არის გამორიცხული, კატასტროფა ელექტროგაუმართაობის გამო მომხდარიყო.

ბოლო ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად 76 ადამიანი დაიღუპა, 5 გადარჩენილიდან 2 ფეხბურთელია, ერთი პილოტი და ორი მგზავრი. მომხდარის გამო ბრაზილიაში 3 დღიანი გლოვა გამოცხადდა.

დღის ამბები