19 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
"ეს არის პოლიტიკური პროცესი და ეს ნათლად გამოჩნდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში"-მედიაექსპერტები "რუსთავი 2"-ის საქმეზე საუბრობენ

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას რუსთავი 2-ის საქმეზე მედია ექსპერტები ეხმაურებიან.

მათი შეფასებით, ეს არის მკაფიო გზავნილი საქართველოს მთავრობის მიმართ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ქვეყნის ევროინტეგრაციაზე.

„ეუბნებიან საქართველოს ხელისუფლებას, რომ რუსთავი 2-ის საქმე არის იმგვარი საქმე, რომელიც სამომავლოდ განაპირობებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი.

"ხელისუფლებისგან თავისუფალი მედია არხის შენარჩუნება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქართული დემოკრატიისთვის,“-განაცხადა ნინო დანელიამ.

მედიაექსპერტები კვლავ საქმის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ და მიაჩნიათ, რომ ტელეკომპანიის არსებობა გადამწყვეტია ქვეყნის დემოკრატიისთვის, ისევე როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობა და მედია პლურალიზმი.

„ეს არის პოლიტიკური პროცესი და ეს ძალიან ნათლად გამოჩნდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, სადაც პირდაპირ იქნა მითითებული, რომ მედიაპლურალიზმის საკითხი და სასამართლოს დამოუკიდებლობის იქნება ყველაზე უფრო კრიტიკული საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე,“-აცხადებს თათია ცოფურიშვილი.

დღის ამბები