01 ოქტომბერი 2024,   11:26
ვრცლად
შალვა დადიანის ქუჩაზე სახლის კედელი ჩამოინგრა - 20-მდე ოჯახი თავშესაფრის გარეშე დარჩა

შალვა დადიანის 16 ნომერში სახლის კედელი ჩამოინგრა. არავინ დაშავებულა, თუმცა 20-მდე ოჯახი თავშესაფრის გარეშე დარჩა. დაზარალებულები გამგეობისგან დროულ რეაგირებას ითხოვენ.

მოსახლეობის თქმით, შენობა უკვე წლებია ავარიული და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის გამო, მათ საკუთარი სახსრებით რეაბილიტაციის უფლებას არ აძლევენ.

კრწანისის გამგეობაში კი განმარტავენ, რომ პრობლემას ადგილობრივთა პოზიციების შეუთანხმებლობა ქმნის.

დღის ამბები