01 ოქტომბერი 2024,   11:20
ვრცლად
ჯვრის უღელტეხილის მიდამოებში გზის გამწმენდი სამუშაოები ჯერჯერობით არ მიმდინარეობს

გზების დეპარტამენტში ადასტურებენ, რომ ჯვრის უღელტეხილის მიდამოებში გზის გამწმენდი სამუშაოები არ მიმდინარეობს.

უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, მიზეზი ზვავსაშიშროებაა. დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ გზის წმენდა შესაძლოა, ხვალიდან დაიწყოს.

„შეწყვეტილია გზის წმენდა გამომდინარე იქიდან, რომ გარემომ ზვავსაშიშროება გამოაცხადა. სანამ არ ჩამოვა საშიში ზვავი, იქამდე წმენდა არ განახლდება. ჩვენ დილიდან ვუკავშირდებით გარემოს და მათი ინფორმაციით, ხვალიდან შესაძლებელი იქნება ეტაპობრივად წმენდის დაწყება, ტექნიკა მთლიანად მობილიზებულია, მე პირადად ვხელმძღვანელობ სიტუაციას,“ - განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ.

შეგახსენებთ, რომ 60-მდე მანქანა მეოთხე დღეა, ჯვრის უღელტეხილის დატოვებას ვერ ახერხებს. 

დღის ამბები