01 ოქტომბერი 2024,   11:21
ვრცლად
ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას - პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი დასრულებულია

ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას - პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი დასრულებულია. შემაჯამებელ შეხვედრას გიორგი აბაშიშვილი დაესწრო.

პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს მასშტაბით სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტითა და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვას, ბიბლიოთეკარების გადამზადებას და ტრენინგებს, ბიბლიოთეკების შესაძლებლობების გაზრდას და მათ ბაზაზე კულტურული კერების ჩამოყალიბებას.

„პროექტი შეეხო იმ სოფლის ბიბლიოთეკებს, სადაც არანაირი საშუალება და არანაირი წვდომა ინტერნეტთან არ ხდებოდა. შესაბამისად, ერთის მხრივ ჩვენ მოვახერხეთ, რომ ასეთი ტიპის ბიბლიოთეკები აღგვეჭურვა და განგვეახლებინა წიგნების ფონდი, ხოლო მეორე ეტაპზე განხორციელდა ინტერნეტიზაცია და რეალურად ამ პროექტმა შექმნა სოფლებში გარკვეული მიზიდულობის ცენტრი სადაც ყველა თაობის ადამიანს აქვთ შეკრების ადგილი,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

დღის ამბები