01 ოქტომბერი 2024,   11:26
ვრცლად
მთავრობა მანქანებზე ქონების გადასახადის დაწესებას გეგმავს

პარლამენტი ახალი კანონპროექტის განხილვას იწყებს, რომელიც მანქანებზე ქონების გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს.

კანონი მხოლოდ შედარებით მაღალი შემოსავლის მქონე პირებს შეეხებათ და გადასახადის დონე ავტომობილის ასაკზე იქნება დამოკიდებული. კერძოდ, დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ფიზიკური პირი, რომლის ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია, ვალდებული ხდება, გადაიხადოს ქონების გადასახადი მის საკუთრებაში მყოფ მსუბუქ ავტომობილზე. 1 წლამდე ავტომობილი -500 ლარი, 1 დან - 5 წლამდე - 240 ლარი, 5 წლიდან 10 წლამდე -120 ლარი, 10 წლის ზემოთ - 60 ლარი.

ოპოზიცია მთავრობას ინიციატივის უკან გაწვევას ურჩევს. ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ დამატებითი გადასახადები მოსახლეობის გაკოტრებას გამოიწვევს.

მმართველი გუნდი ავტომობილზე ქონების გადასახადის დაწესებაში პრობლემას ვერ ხედავს. ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ , რომ მსგავსი გადასახადის გადახდა მოსახლეობის მცირე ნაწილს მოუწევს. მართველი გუნდის გათვლებით, ეს 17000 ფიზიკური პირია.

ექსპერტთა ნაწილი მთავრობის გადაწყვეტილებას საბიუჯეტო კრიზისს უკავშირებს და არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლების პოლიტიკამ მოსახლეობის სწრაფი გაღარიბება გამოიწვიოს. ნაწილი კი ხელისუფლების ადექვატურ გადაწყვეტილებაზე საუბრობს.

"საგადასახადო კოდექსში" შესატანი ცვლილებები პარლამენტში განსახილველად უკვე წარდგენილია და მის განხილვას დეპუტატები ორ კვირაში დაიწყებენ.

 

 

ავტორი: ნატო მახვილაძე 

დღის ამბები