19 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
"რუსთავი 2"-ზე შეხება ძვირად დაუჯდება არა უბრალოდ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს, არამედ ქვეყანას" - ზურაბ ჭიაბერაშვილი

თავისუფალი მედიის მნიშვნელობაზე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებს, იზიარებს პარლამენტის სპიკერი.

ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს მედია პლურალიზმისა და მედის თავისუფლების შესანარჩუნებლად.

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარების პირობებში, საქართველოში იყოს უზრუნველყოფილი, როგორც მედიის პლურალიზმი, ისე მედიის თავისუფლება. გახსოვთ თქვენ, რა მდგომარეობა გვქონდა 2012 წლამდე ამ კუთხით, სამივე ნაციონალური ტელეარხი იყო მმართველი პარტიის მონოპოლიის ქვეშ და დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია. ეს არის ჩვენი მიღწევა. მედია პლურალიზმი არ არსებობდა საქართველოში და ჩვენი ხელისუფლების პირობებში დამყარდა,“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

საპარალამენტო უმცირესობაში კი მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდი დაინტერესებული გააჩუმოს რუსთავი 2.

ნაციონალური მოძრაობა კვლავ აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ დამოუკიდებელი მედიის გაჩუმება უარყოფითად აისახება ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

რუსთავი 2-ის შემთხვევა, ეს არ არის ორ კერძო სუბიექტს შორის დავა, ეს არის ხელისუფლების მცდელობა, ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა და შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან მომდინარე მკაფიო განცხადებები ამის თაობაზე, ეს არის გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლების, რომ რუსთავი 2-ზე შეხება ძვირად დაუჯდება არა უბრალოდ ხელისუფლებას, არა უბრალოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ ქვეყანას,“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

დღის ამბები