01 ოქტომბერი 2024,   11:21
ვრცლად
სტუდენტების აქცია გრძელდება - მგზავრობის ტარიფის გაზრდას რუსთავის მერიასთან დღესაც გააპროტესტებენ

რუსთავის მერიასთან სტუდენტები დღეს დილიდან აქციას ისევ განაახლებენ. ისინი მგზავრობაზე სტუდენტური ტარიფის, 75 თეთრის დაწესებას ითხოვენ. მათი განცხადებით თუ დღის ბოლომდე არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა, მერიასთან კარვების გაშლას გეგმავენ.

სტუდენტებმა აქცია გუშინაც გამართეს. როგორც მათ რუსთავის მერის მოადგილემ განუცხადა, სამგზავრო შეღავათები ამ ეტაპზე მხოლოდ კონკრეტული რაოდენობის სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის არის გათვალისწინებული.

უკვე რამდენიმე დღეა რუსთავი - თბილისის სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ღირებულამ 20 თეთრით მოიმატა და ლარი და 50 თეთი გახდა.

 

დღის ამბები