01 ოქტომბერი 2024,   11:20
ვრცლად
ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები საბავშვო სკვერში მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ

საბავშვო სკვერში მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ სუხიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები ვარკეთილში. მათი განმარტებით, აგვისტოში მათივე პროტესტის გამო სამშენებლო სამუშაოები გაჩერდა, რამდენიმე დღის წინ კი მშენებლობა ისევ განახლდა.

მოსახლეობის განცხადებით, უბანი რეკრეაციული ზონის გარეშე რჩება და მოხდება ნარგავების განადგურება. ადგილობრივები შიშობენ, რომ საფრთხე შეექმნება ახლომდებარე ავარიულ სახლებსაც. მოსახლეობის აქციას დღეს პარტიზანი მებაღეები შეუერთდნენ.

დღის ამბები