01 ოქტომბერი 2024,   11:30
ვრცლად
"ყველას უნდა ქონდეს ლოცვის, აღმსარებლობის თავისუფლება" - ომბუდსმენი ადიგენის რაიონში ადგილობრივებს შეხვდა

ადიგენის რაიონში სახალხო დამცველი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა - მთავარი თემა სოფელ მოხის სადავო შენობის საკითხი იყო. უჩა ნანუაშვილი სოფლების, მოხისა და ჭელის - მართლმადიდებელ და მუსლიმ მოსახლეობას შეხვდა.

უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში, აუცილებელია მოხის სადავო შენობის წარმომავლობის დადგენა. ადიგენში სახალხო დამცველის შეხვედრების მიზანი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხების განხილვაა. ამ თემაზე ხვალ ნანუაშვილი ახალციხეში სტუდენტებს ლექციას წაუკითხავს.

“ყველას უნდა ქონდეს ლოცვის, აღმსარებლობის თავისუფლება და ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ამავე დროს ალბათ მნიშვნელოვანია, შესაბამისმა ორგანოებმა დაიწყონ მუშაობა უშუალოდ ამ შენობის წარმომავლობასთან დაკავშირებით, რომ იყოს რაღაც მეცნიერულად დასაბუთებული გადაწყვეტილება მიღებული, რომ აღარ იყოს რაიმე წყარო კონფლიქტის,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

დღის ამბები