01 ოქტომბერი 2024,   11:23
ვრცლად
რამდენად ხელმისაწვდომია მართლმსაჯულება მოწყვლადი ჯგუფებისთვის - საია ანგარიშს აქვეყნებს

რამდენად ხელმისაწვდომია მართლმსაჯულება მოწყვლადი ჯგუფებისთვის - ამ და სხვა საკითხებზე ანგარიში მოამზადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. ორგანიზაციამ თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა.

საიამ დღემდე რვა ანგარიში წარმოადგინა, მეცხრე ანგარიში კი მოიცავს პერიოდს 2016 წლის თებერვლიდან 2016 ივლისის ჩათვლით. აღნიშნული მონიტორინგი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.

“ამ ანგარიშში ასევე წარმოდგენილია რამდენად ხელმისაწვდომია მართლმსაჯულება მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათ შორის ქალების და სხვა მარგინალიზებული  ჯგუფებისთვის. ასევე საუბარია იმ ზოგად პრობლემებზე რომლებიც მართლმსაჯულების სისტემაში ფიქსირდება” - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, ის დეტალურად გაეცნობა ანგარიშს და ღია იქნება თანამშრომლობისთვის.

დღის ამბები