01 ოქტომბერი 2024,   11:27
ვრცლად
ფასანაურთან ჩარჩენილ მძღოლებს ადგილობრივი ხელისუფლება საოჯახო სასტუმროებში საკუთარი სახსრებით ღამის გათევას სთავაზობს

ფასანაურთან საკვების, ფულის და საწვავის გარეშე ჩარჩენილი მძღოლების შესახებ კომენტარი გააკეთა ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელმა თენგიზ ბედოიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ გზაზე დარჩენილი ადამიანები ისეთ ტერიტორიაზე იმყოფებიან, რომ მათ ღამე შეუძლიათ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საოჯახო ტიპის სასტუმროებში გაათიონ, თუმცა საკუთარი სახსრებით.

ასევე, ბედოიძე ამბობს, რომ თუ კიდევ დიდხანს მოუწევთ მძღოლებს გზაზე შეფერხება, შეძლებისდაგვარად, მათ საკვები პროდუქტებით დაეხმარებიან.

მძღოლების თქმით, ისინი მე-10 დღეა გზაზე არიან ჩარჩენილები. მათი თქმით, ადგილზე საწვავის და საკვების გარეშე იმყოფებიან და ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მძიმე პირობების გამო, ერთ-ერთი ტრაილერის მძღოლიც გარდაიცვალა.

დღის ამბები