01 ოქტომბერი 2024,   11:23
ვრცლად
"მოკლე დროში საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ უვიზო მიმოსვლით"-მიხეილ ჯანელიძე

ევროპარლამენტის ლიბეს კომიტეტში მიღებულ გადაწყვეტილებას საგარეო საქმეთა სამინისტრო წერილობითი განცხადებით გამოეხმაურა. გავრცელებული განცხადების მიხედვით, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საკითხზე მსჯელობა სამმხრივ ფორმატში მომდევნო კვირას შედგება.

საგარეო მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელები საქართველოს ლიბერალიზაციის პროცესისთვის გადაწყვეტილების მზაობას ადასტურებენ.

"საქართველო უკვე ძალიან ახლოსაა საბოლოო მიზანთან და მოკლე დროში საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ უვიზო მიმოსვლით, რაც პირველი ყველაზე ხელშესახები შედეგი იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული კენჭისყრა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე მომავალ კვირაში გაიმართება.

დღის ამბები