01 ოქტომბერი 2024,   11:20
ვრცლად
ახმეტელებს საკუთარი მეტროპოლიტენისა და ნავსადგურისთვის სახელების მინიჭების უფლება აქვთ

ახმეტის ადგილობრივი მმართველობის ორგანომ 5 დეკემბერს დაადგინა წესი ახმეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ. რაც გულისხმობს იმას, რომ მათ საკუთარი მეტროპოლიტენისთვის, აეროპორტისა და საზღვაო ნავსადგურისთვის სახელების მინიჭების უფლება აქვთ.

საკრებულოს წევრების ნაწილი ამტკიცებს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილ ტექსტში მსგავსი არაფერი ყოფილა. ნაწილი კი ამბობს, რომ დოკუმენტი არ წაუკითხავს.

საკრებულოს დეპუტატებს უკვირთ, რა საჭირო იყო ამხელა აჟიოტაჟი ერთი ტექნიკური შეცდომის გამო, რომელსაც მათ შედეგებისთვის არაფერი დაუკლია.

ატეხილი აჟიოტაჟის გამო ახმეტის მთავრობა საგანგებო სხდომის მოწვევას, ტექსტიდან მეტროსადგურების და პორტების შესახებ ინფორმაციის ამოღებას და ახალი დოკუმენტის შედგენას აპირებს.

ავტორი: ია გულიაშვილი, მაია ლომიძე.

დღის ამბები