01 ოქტომბერი 2024,   11:28
ვრცლად
საგზაო უსაფრთხოების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები 24 დეკემბერს აქციას გამართავენ

საგზაო უსაფრთხოების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები 24 დეკემბერს აქციას გამართავენ. მთავრობის კანცელარიასთან ისინი მოითხოვენ კანონპროექტზე მუშაობის დაწყებას და მძღოლებისთვის ქულათა სისტემის შემოღებას. როგორც არასამთავრობოები აცხადებენ მერვე მოწვევის პარლამენტმა ამ კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო, თუმცა შემდეგ ეს პროცესი არჩევნების გამო შეჩერდა.

“ამ სიჩუმეზე დუმილზე და გახანგრძლივებულ პროცესზე, საპასუხო ჩვენი სამოქალაქო  სექტორის რეაქცია არის აქცია ქუჩის, რომელსაც გავმართავთ მთავრობის კანცელარიასთან 24 დეკემბერს და ჩვენი მთავარი მოთხოვნა იქნება პრემიერს მივაწოდოთ ინფორმაცია და ვუთხრათ, რომ საგზაო უსაფრთხოება გახდეს პრიორიტეტული საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის და ის სიკვდილი თუ  დაშავებულობა, რაც დღეს ხდება ჩვენს გზებზე, ნელ-ნელა შევწყვიტოთ. დღეს მნიშვნელოვანი საკითხია კანონის განხილვა იმიტომ, რომ დაახლოებით 25 პროცენტით შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევებს საქართველოს გზებზე ეს კანონი,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა.

დღის ამბები