01 ოქტომბერი 2024,   11:21
ვრცლად
საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში ფასები გაიზარდა

საქსტატის ოფიციალური მონაცემები ქვეყანაში ფასების ზრდაზე მიუთითებს. ოფიციალური სტატისტიკით, ნოემბერში საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2 ლარით და 20 თეთრით გაძვირდა. ანუ, თუ ოქტომბერში საარსებო მინიმუმი 268.35 ლარი იყო, ნოემბერში ის 270.70 ლარი გახდა.

საარსებო მინიმუმი არის ის მინიმალური შემოსავალი, რომელიც საჭიროა ადამიანის არსებობისა და აუცილებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანების მიხედვით.

დღის ამბები