01 ოქტომბერი 2024,   11:29
ვრცლად
მახათას ტაძრის ზარები ხვალ პირველად დარეკავენ

მახათას ტაძრის ზარები ხვალ პირველად დარეკავენ. ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლის გადაიხდის და ბავშვებს დალოცავს.

მახათას პროექტი ახალ ეტაპზე გადადის, რომლის ფარგლებშიც საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობაც დაიწყება.

კომპლექსში სამუშაოებს, ილია მეორის ლოცვა კურთხევით, ფონდი ივერიისა ახორციელებს, რომლსაც პოლიტიკაში წასვლამდე პაატა ბურჭულაძე ხელმძღვანელობდა. 2016 წლიდან კი ამ საქმიანობას გიორგი თავაძე აგრძელებს.

დღის ამბები