01 ოქტომბერი 2024,   11:24
ვრცლად
გამოკითხული მოსახლეობის თითქმის ნახევრის აზრით, თბილისში გამწვანების მხრივ ვითარება გაუარესებულია - ორგანიზაცია ეი-სი-თი

არასამთავრობო ორგანიზაცია ეი-სი-თი-ის კვლევის შედეგების მიხედვით, თბილისის გამოკითხული მოსახლეობის, თითქმის, ნახევარი მიიჩნევს, რომ დავით ნარმანიას მმართველობის პერიოდში ქალაქში გამწვანების მხრივ ვითარება გაუარესებულია.

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას, თქმით კი, 2 წლის განმავლობაში 650 ათასი ხე დაირგო, მომავალი წლის ბოლომდე კი გაცემულ დაპირებას სრულად შეასრულებს და 1 მილიონ ხეს დარგავს.

კვლევის ფარგლებში მოსახლეობას ასევე ჰკითხეს, იცოდნენ თუ არა ორგანიზაცია პარტიზანული მებაღეობის შესახებ. ვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ პარტიზანულ მებაღეობას მოსახლეობის 62% იცნობს, 56% კი მათ საქმიანობას დადებითად აფასებს.

 

 

ავტორი: თაკო სურგულაძე 

 

დღის ამბები