01 ოქტომბერი 2024,   11:20
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორობის კანდიდატების განაცხადების შესწავლას იწყებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დღეიდან გენერალური დირექტორობის კანდიდატების განაცხადების შესწავლას იწყებს.

მეორე ტურში გასულების ვინაობა 31 დეკემბერს გაირკვევა. საბოლოოდ კი ვინ დაიკავებს ამ თანამდებობას 6 იანვარს გახდება ცნობილი.

ახალი ხელმძღვანელის შერჩევის პროცესის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობენ მედია ექსპერტები.

მათი შეფასებით, ვინ დაიკავებს ამ თანამდებობას, ამით გაირკვევა როგორი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამომავლო პოლიტიკა. 

„ამ პოლარიზებულ გარემოში, საზოგადოებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ მას სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჰქონდეს ინფორმაცია და ამისათვის საჭიროა, რომ კანდიდატი, რომელიც არის პოლიტიკურად დამოუკიდებელი, არ აქვს მას აფელაციები სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან, არის პრინციპული და მზად არის, რომ განახორციელოს რეფორმები ამ არხზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბორდის თითოეულ წევრს ეს პასუხისმგებლობა ჰქონდეს ძალიან კარგად გააზრებული,“-განაცხადა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა.

საზოგადოებრივ მაუწყებელში საბუთების მიღება დასრულებულია. განაცხადი 15-მა კანდიდატმა წარადგინა.

დღის ამბები