01 ოქტომბერი 2024,   11:20
ვრცლად
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 31 წლის მიხეილ ბიბილაშვილი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 31 წლის მიხეილ ბიბილაშვილი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა. 

ბიბილაშვილი რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ორი დღის წინ დააკავეს სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ერთდღიანი პატიმრობის შემდეგ კი გუშინ სოფელ ერგნეთში გადასცეს ქართველ სამართალდამცველებს. ბიბილაშვილი აცხადებს, რომ მას ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს.

დღის ამბები