01 ოქტომბერი 2024,   11:27
ვრცლად
პატრიარქის მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ მაინც უკიდურესად საყურადღებოა - დავით სერგეენკო

დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოს პატრიარქის მდგომარეობა უმჯობესდება.

ჯანდაცვის მინისტრს ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალების შესახებ არ უსაუბრია, თუმცა მისი თქმით, ასაკიდან და თანმდევი დაავადებებიდან გამომდინარე, მისი მდგომარეობა საყურადღებოა.

„პატრიარქის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, საბედნიეროდ, უმჯობესდება, თუმცა ყველა რისკი მოხსნილი არ არის. მე არ მაქვს უფლებამოსილება, რომ კონკრეტულ კლინიკურ დეტალებზე გესაუბროთ, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა ასაკიდან და თანმდევი დაავადებებიდან გამომდინარე, მაინც უკიდურესად საყურადღებოა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ავტორი: ნინო სამყურაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები