01 ოქტომბერი 2024,   11:23
ვრცლად
„მედიაში ცვლილებები რატომღაც ემთხვევა ხოლმე არჩევნების დასრულებას“ - ნატა ძველიშვილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ბოლო დღეებში მედიაში განვითარებული მოვლენები საქართველოში ერთფეროვნების გაჩენის საშიშროებას აჩენს.

მისი განცხადებით, ჯერ კიდევ მაესტროსთან დაკავშირებული მოვლენების დროს არსებობდა ეჭვი, რომ ამ ყველაფრის უკან ირაკლი რუხაძე დგას და მისი თქმით, ახლა, სამწუხაროდ, ეს ეჭვები გამართლდა.

ნატა ძველიშვილის აზრით, ქვეყანაში აუცილებელია არსებობდეს მედიის დაფინანსების გამჭვირვალე სისიტემა და აუცილებლად უნდა გაიზარდოს სარეკლამო შემოსავლები, რათა მედიასაშალებებმა საკუთარი თავის რჩენა შეძლონ. რაც შეეხება მედიაში ცვლილებებისა და არჩევნების დასრულების დამთხვევას, მისი აზრით, ეს დიდ ეჭვებს აჩენს.

"რატომღაც ემთხვევა ხოლმე მედიაში ასეთი ცვლილებები არჩევნების დასრულებას და თუ ცოტა შორიდან შევხედავთ სიტუაციას, ვნახავთ, რომ სამაუწყებლო ბაზარზე მთავარი მოთამაშეები არიან გაურკვეველ მდგომარეობაში. ერთის მხრივ, რუსთავი 2, როდესაც ჯერ კიდევ უცნობია სასამრთლოს გადაწყვეტილება და წელიწადზე მეტია სტაბილური სიტუაცია არ არის ამ ტელეკომპანიაში. მეორეს მხრივ, იმედი, მაესტრო, GDS, აქ რა ფორმაციასთან გვექნება საქმე საბოლოოდ ჯერ კიდევ არ ვიცით. დირექტორის გარეშეა დარჩენილი საზოგადოებრივი მაუწყებელი და ეს ცვლილებები, რატომღაც, არჩევნების კონტექსტში განიხილება ხოლმე,“ - განაცხადა ნატა ძველიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები