01 ოქტომბერი 2024,   11:18
ვრცლად
ხანძარი თამარ მეფის ქუჩაზე - სამსართულიანი სახლის 2 სართული დაიწვა

ხანძარი იყო ვაგზალზე - თამარ მეფის 20 ნომერში სამსართულიანი სახლის 2 სართულს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ რუსთავი 2-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

ადგილზე 12 სახანძრო სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული და ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია. შემთხვევისას არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს მოკვლევა, ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად. 

დღის ამბები