01 ოქტომბერი 2024,   11:22
ვრცლად
თამარ მეფის გამზირზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ათამდე ოჯახი უსახლკაროდ დარჩა

თამარ მეფის გამზირის 20 ნომერში ხანძრის შედეგად ათამდე ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. სამ სართულიან სახლში ხანძარი მეორე სართულზე გაჩნდა, რის შემდეგაც მესამე სართულზეც გავრცელდა.

ადგილზე 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული და დროულად მოხერხდა ცეცხლის ჩაქრობა. არავინ დაშავებულა, თუმცა დაიწვა 800 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართი.

მეზობლების თქმით, ცეცხლი ერთ-ერთი დაზარალებულის ოჯახში გაზქურიდან გაჩნდა. დიდუბის გამგებლის განცხადებით, დაზარალებულებს შენობის რეაბილიტირებაში გამგეობა დაეხმარება.

ოჯახებს კი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქირის თანხას გადაუხდიან.

„შესაძლებლობებზე მეტს გავაკეთებთ რა თქმა უნდა. სანამ ბინის აღდგენა მოხერხდება, ქირით გავიყვანთ. აღვადგენთ ბინას და დავაბრუნებთ,“ - განაცხადა დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავარდაშვილმა.

დღის ამბები