01 ოქტომბერი 2024,   11:30
ვრცლად
ვარდების მოედანზე საახალწლო გალა კონცერტისთვის მზადება მიმდინარეობს

ვარდების მოედანზე საახალწლო გალაკონცერტისთვის სცენის მონტაჟი სრულდება. დღეს გენერალური რეპეტიცია გაიმართება, გალა კონცერტი კი 31 დეკემბერს საღამოს 11:00 საათზე დაიწყება.

კონცერტში მონაწილეობას ქართველი მომღერლები და მუსიკალური ჯგუფები მიიღებენ.

პარალელურად, უკვე რამდენიმე დღეა საახალწლო ქალაქია მოწყობილი, როგორც დედა ენის ბაღში ასევე ახალ ტიფლისში, სადაც მსურველებს დღის 12 საათიდან შეუძლიათ მისვლა.

საახალწლო ქალაქი დედა ენის ბაღსა და ახალ ტიფლისში სტუმრებს ორ იანვრამდე უმასპინძლებს.

დღის ამბები