01 ოქტომბერი 2024,   11:24
ვრცლად
ლაგვილავების ექვსსულიან ოჯახს სამოთახიანი ბინა გადაეცა

ლაგვილავების ექვსსულიან ოჯახს დევნილთა და განსახლების მინისტრი და იტალიის ელჩი საქართველოში ესტუმრნენ და შობა-ახალი წელი მიულოცეს. მრავალსულიან ოჯახს თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში სამოთახიანი ბინა გადაეცა. ოჯახი ახალი სახლის გასაღებს იანვარში მიიღებს.

სამინისტრომ 2016 წლის ბოლოს ახალაშენებულ კორპუსში ბინა 400 დევნილ ოჯახს გადასცა. აქედან ორასმა უკვე მიიღო სახლის გასაღები, 200 კი 2017 წლის იანვარში მიიღებს.

"მოხარული ვარ, რომ ვიღებ მონაწილეობას ამ ინიციატივაში. იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ ქონდათ სახლი, მაგრამ ამიერიდან ექნებათ. 2008 წლის ომის შემდეგ ჩვენ გვქონდა პროექტები, რომლებიც დევნილთა სახლების მშენებლობას ეხმარებოდა. ასევე ამ კუთხით ვიღებთ მონაწილეობას ევროკავშირის ყველა პროექტში, რაც ინიცირებულია,” - განაცხადა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.

დღის ამბები