01 ოქტომბერი 2024,   11:31
ვრცლად
დედაქალაქის მერია საახალწლო კონცერტისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებს

დედაქალაქის მერია საახალწლო კონცერტისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებს.  დღეს უკვე გენერალური რეპეტიციაც გაიმართება. მასში მონაწილეობას ქართველი მომღერლები და მუსიკალური ჯგუფები მიიღებენ.

თბილისის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელის ია მაქაცარიას თქმით, საახალწლო გალა კონცერტი ვარდების მოედანზე გაიმართება.

"გალა კონცერტი ვარდების მოედანზე გაიმართება 31 დეკემბერს საღამოს. ეს იქნება სრულიად ახალი სიმღერების პრემიერა. 30-მდე ქართველმა კომპოზიტორმა შექმნა საახალწლო სიმღერები სპეციალურად ამ გალა კონცერტისთვის, რომელიც გაჟღერდება 31 დეკემბერს. გალა კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრი. საახალწლო ქალაქი ფუნქციონირებს დედა ენის ბაღში და ახალ აღმაშენებელზე,“ - განაცხადა მაქაცარიამ.

ავტორი: ანუკი ელიზბარიშვილი.

დღის ამბები