01 ოქტომბერი 2024,   11:19
ვრცლად
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, "კრწანისში" შეჭრა ქურდობის მოტივით მოხდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრიმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას კრწანისის სასწავლო ცენტრში რამდენიმე თვის წინ მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. ლევან იზორია აღნიშნავს, რომ უცხო პირები ბაზაზე ქურდობის მიზნით შეიჭრნენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ უცხო პირებმა კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს. ისინი არ დაემორჩილნენ გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას, რის შემდეგაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლი გახსნეს. შედეგად გარდაიცვალა 1993 წელს დაბადებული გიორგი შენგელიაა. ეძებენ კიდევ ორ პირს, რომლებმაც გაქცევა მოახერხეს.

საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. 

თავდაცვის მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. ლევან იზორიამ უწყების მიერ გასულ წელს განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა.

დღის ამბები