01 ოქტომბერი 2024,   11:22
ვრცლად
"საქართველოს დემოკრატიული ინიციანტივა" მოხეში მართმადიდებელ და მუსლიმ მოსახლეობას შეხვდა

სკოლის ინციდენტის შემდეგ, მოხეში დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციანტივა ჩავიდა. გიორგი მშვენიერაძე თანამშრომლებთან ერთად, მართმადიდებელ და მუსლიმ მოსახლეობას შეხვდა.

ასევე ორგანიზაციის წარმომადგენლები თეონა ბერიძეს შეხვდნენ და ინციდენტის კონკრეტული დეტალების შესახებ ისაუბრეს.

მათ მომხდართან დაკავშირებით წერილობით მიმართეს სკოლას და მათგან წერილობითვე ინფორმაციას ელოდებიან. თეონა ბერიძის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია იცავს. მათ საპროტესტო აქციები შეწყვიტეს, თუმცა მთავარ მოთხოვნად ისევ დირექტორის გადაყენება რჩება.

დღის ამბები