
This is a modal window.
ე.წ. მოსმენების კანონზე საკონსტიტუციო სარჩელის ტექტს გააცნობს დღეს საზოგადოებას კამპანია ეს შენ გეხება. დოკუმენტი საჯაროა და მასზე ხელმოწერა, ინტერნეტის საშუალებით ყველას შეეძლება. ხელმოწერების შემდეგ სარჩელს უკვე საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგენენ.
დღესვე სამოქალაქო სექტორი ეს შენ გეხება კამპანიის სამოქმედო გეგმებსაც დააანონსებს. მათი შეფასებით, ეს კანონი არ შეესაბამება საკონსტიტუციო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვტილებას, რომ სააგენტოს არ ქონდეს საგამოძიებო ფუნქცია და ის არ იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში.
„ეს შენ გეხება წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას, იმასთან დაკავშირებით, როგორ აგრძელებს ბრძოლას მოსმენების ახალი კანონის წინააღმდეგ. ბუნებრივია, საუბარია სამართლებრივ ბრძოლაზე, ეს შეეხება რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოში დავის გაგრძელებას, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დავის გაგრძელებას. ნებისმიერ ადამიანს შეეძლება, რომ ჩაერთოს თავად ამ კამპანიაში,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
პარალელურად, არასამთავრობოები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაგზავნ სარჩელზეც მუშაობენ.