06 მაისი 2024,   21:57
ვრცლად
ქიმიური თავდასხმა სირიაში - იერიშის შედეგად 58 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 11 ბავშვია

უფლებადამცველები სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების მორიგ ფაქტზე საუბრობენ. ადგილზე მომუშავე დამკვირვებლების ინფრომაციით, მომწამლავი ნივთიერების შემცველი ჭურვები იდლიბის პროვინციაში აფეთქდა.

იერიშის შედეგად 58 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 11 ბავშვია. ექიმების განცხადებით, დაღუპულებსა და დაშვებულებს მომწამლავი ნივთიერების კვალი და სიმპტომები აღენიშნებათ.

უფლებადამცველების განცხადებით, ქიმიური იარაღი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სირიის სამთავრობო ძალებმა ან რუსულმა ავიაციამ გამოიყენა. ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ დამასკოში და აცხადებენ, რომ სამთავრობო ძალები მსგავსი ტიპის იარაღს არ იყინებენ.

დღის ამბები