06 მაისი 2024,   17:59
ვრცლად
გელა ხვედელიძის მეუღლე ადასტურებს, რომ რუსთავი2-ის ნაჩვენებ კადრებში მის მეუღლეზე თავდამსხმელები არიან აღბეჭდილი

შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის, მეუღლე, მარეხ ფერაძე, არჩევანის ეთერში მის მეუღლეზე თავდასხმის ფაქტს იხსენებს. მისი თქმით, თავდამსხმელები დაახლოებით 25-დან 30 წლამდე მამაკაცები იყვნენ.

მან აღნიშნა, რომ გელა ხვედელიძეს თავდამსხმელები ზურგიდან დაესხნენ თავს.  

„ამ დროს უკნიდან დაესხა ორი ნიღბიანი, შავ ქურთუკებში და შავ კეპკებში და დაუწყეს უმოწყალოდ ცემა. ამ დროს გავიქეცი. უკნიდან დაესხნენ და, როგორც მე დავინახე, ფეხი ჩაარტყეს მუხლში, წააქციეს. ურტყამდნენ წიხლებით,“ - აცხადებს მარეხ ფერაძე.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნიღბის მოხსნა სცადა. მისი თქმით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა უკანაც კი დაიხია. მისი თქმით, ყვირილის დაწყების შემდეგ ხალხი მოვიდა და გაიქცნენ.

მისი თქმით, არ იცის, ჰქონდათ თუ არა ორ ნიღბიან მამაკაცს იარაღი. ის გამორიცხავს, რომ მის მეუღლეზე თავდასხმა ყაჩაღობის მცდელობა იყო.

დღის ამბები