06 მაისი 2024,   21:42
ვრცლად
„რუსეთი ოკუპაციიდან ანექსიაზე გადავა" - ანალიტიკოსები ლავროვის სოხუმში დაგეგმილ ვიზიტს აფასებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სოხუმში დაგეგმილ ვიზიტს ანალიტიკოსები ეხმაურებიან. ექსპერტები საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე გააქტიურებას ურჩევენ.  

„რუსეთი ოკუპაციიდან ანექსიაზე გადავა, მაგრამ ჯერჯერობით რუსეთი ამ სცენარს აჩერებს, რადგან მათ ინტერესებში ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, არ შედის. ჩვენი მხრიდან აუცილებელია, რომ ამას რუსეთისთვის რაც შეიძლება მაღალი ფასი მივცეთ და ვაგრძნობინოთ, რომ ნებისმიერი ქმედება ოკუპაციიდან ანექსიამდე, იქნება მაღალი პოლიტიკური ზარალის მიმყენებელი და ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარეთ ვიმუშაოთ ბევრი,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება უნდა განიხილებოდეს უკრაინის და ყირიმის ანექსიის ჭრილში.

„პრობლემები, რომელიც არსებობს საქართველოს ორ ისტორიულ რეგიონთან დაკავშირებით, განიხილებოდეს ერთიანად ყირიმის პრობლემასთან. ვინაიდან, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ უკრაინაზე, საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაუქმება დამოკიდებულია, შეასრულებს თუ არა რუსეთი მინსკის შეთანხმებებს და მინსკის შეთანხმება ითვალისწინებს უკრაინის და არა საქართველოს პრობლემის მოგვარებას,“ - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

შეგახსენებთ, რომ სოხუმში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს 18 აპრილს ელოდებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები