03 მაისი 2024,   14:20
ვრცლად
არ ავიღებთ პასუხისმგებლობას დამაზიანებელ და ცუდ შედეგზე - შალვა შავგულიძე საკონსტიტუციო კომისიაზე

თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე, შალვა შავგულიძე, საკონსტიტუციო კომისიიდან წამოსვლას არ გამორიცხავს, თუმცა ამ ეტაპზე წამოსვლისგან თავს იკავებენ. ის იმედოვნებს, რომ ბოლომდე ყოფნას აქვს აზრი, მაგრამ მისი თქმით, თუ საბოლოო დოკუმენტში მათ შეხედულებებს არ გაითვალისწინებენ, თავისუფალი დემოკრატები კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„არ ავიღებთ პასუხისმგებლობას დამაზიანებელ და ცუდ შედეგზე და იმავდროულად კიდევ იმიტომ, რომ მივიღოთ მონაწილეობა ვერანაირ გავლენას ვერ მოვახდენთ კენჭისყრაზე. ვინაიდან, აბსოლუტური უმრავლესობა გააჩნია ქართულ ოცნებას,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მან აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მმართველ გუნდთან საარჩევნო სისტემაზე, პრეზიდენტის არჩევის წესსა და მისთვის უფლებამოსილების შეზღუდვაზე და ასევე, გადაუნაწილებელ მანდატებზე დაკავშირებით შეხედულებები განსხვავებულია.  

მან ასევე აღნიშნა, რომ მისი იდეების და ინიციატივების ნაწილი საკონსრიტუციო კომისიის მიერ გაზიარებულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ შორის საბოლოო აზრთა თანხმობა არსებობს. 

 

დღის ამბები