06 მაისი 2024,   17:26
ვრცლად
საფრანგეთის სპეცსამსახურებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილები დააკავეს

საფრანგეთის სპეცსამსახურებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილები დააკავეს, რომლებიც თავდასხმების მოწყობას საპრეზიდენტო არჩევნების დღეს გეგმავდნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ორი რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდა ძალოვანებმა მარსელში აიყვანეს. დაკავებულები საფრანგეთის მოქალაქეები არიან და არ არის გამორიცხული, რომ მათი სამიზნე პრეზიდენტობის კანდიდატები გამხდარიყვნენ. გამოძიების ფარგლებში მინისტრმა ძალოვან უწყებებს კანდიდატების დაცვა და ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების ზომების გაძლიერება დაავალა.

არჩევნების დღეს, რომელიც საფრანგეთში 23 აპრილს გაიმართება, უსაფრთხოებას ქვეყანაში 50 ათასი პოლიციელი და სამხედრო დაიცავს.

დღის ამბები