06 მაისი 2024,   22:57
ვრცლად
საერთაშორისო ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე" 20 აპრილს გაიხსნება

კლასიკური მუსიკის კონცერტით რიგით მე-12 საერთაშორისო ფესტივალი აღდგომიდან ამაღლებამდე 20 აპრილს გაიხსნება. ახალგაზრდა სოპრანო, თეონა დვალი, ვახტანგ კახიძესთან და თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად 20 აპრილის კონცერტისთვის ემზადება.

საღამოზე მუსიკოსები ფრანგი კომპოზიტორის ჟორჟ ბიზეს ოპერიდან კარმენი მიქაელის არიას შეასრულებენ.

ფრანგი კომპოზიტორის გარდა, ჯანსუღ კახიძის სახელობის ცენტრში მსოფლიოში აღიარებული კიდევ რამდენიმე კომპოზიტორის ნაწარმოებები შესრულდება.

სპეციალურად ამ კონცერტისთვის დედაქალაქს იტალიელი მუსიკოსი ფრანჩესკო ალერო დარდენია ესტუმრა. ფესტივალის ფარგლებში ის კიდევ ერთ საპრემიერო სპექტაკლში 23 აპრილს იმღერებს.

თბილისური პრემიერის შემდეგ ფესტივალი აღდგომიდან ამაღლებამდე არც წელს დაარღვევს ტრადიციას და დედაქალაქის შემდეგ კონცერტებს რეგიონებში გამართავს.

რიგით მეთორმეტე საერთაშორისო ფესტივალი აღდგომიდან ამაღლებამდე 20 აპრილს საზეიმოდ გაიხსნება და 25 მაისამდე გაგრძელდება.

დღის ამბები