06 მაისი 2024,   22:45
ვრცლად
აქციები თურქეთში - ერდოღანი არ გამორიცხავს, რომ რეფერენდუმი ევროკავშირში წევრობის საკითხზეც ჩაატაროს

თურქეთში 16 აპრილს ჩატარებული რეფერენდუმის საბოლოო შედეგებს 12 დღეში გამოქვეყნებს, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ წინასწარი შედეგები უკვე არ შეიცვლება. ოპოზიცია კი პარალელურად საპროტესტო გამოსვლებს აგრძელებს. აქციის მონაწილეები ხელახალი რეფერენდუმის ჩატარებას ან ბიულეტენების კიდევ ერთხელ დათვლას ითხოვენ.

თურქეთის რიგითი მოქალაქეებიც აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ეთანხმებიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ქვეყანას დიქტატურისკენ წაიყვანს.

სტამბოლსა და ანკარაში აქციები მთელი ღამის განმავლობაში მოძრაობა არას ორგანიზებით ტარდებოდა. ასევე პროტესტის ნიშნად გარეთ გამოვიდნენ ანტალიაში, სადაც პოლიციამ აქციის 14 მონაწილე დააკავა.

ბრიუსელი თურქეთის ხელისუფლებას კენჭისყრის დროს გამოვლენილი დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებს და სიკვდილით დასჯის შესაძლო აღდგენის შესახებაც აფრთხილებს.

თურქეთის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ რეფერენდუმი სიკვდილით დასჯის აღდგენის გარდა, ევროკავშირში წევრობის საკითხზეც ჩაატაროს.

ამავე თემაზე
დღის ამბები