07 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
სოსო გოგაშვილის მიერ განხორციელებული ელიტური კორუფციის სქემა - არასამთავრობოები საქმის გამოძიებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ ქონების არაკნონიერად შესაძლო მოპოვების თაობაზე კომენტარს აკეთებენ.

პოსტსკრიპტუმში გასული სიუჟეტის მიხედვით, სოსო გოგაშვილს რამდენიმე წელი სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ კი მალე მილიონერი გახდა. არსებული ქონება გოგაშვილმა ცოლის დებზე გადააფორმა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი ფიქრობს, რომ პროკურატურამ ამ საქმეზე გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს.

„საფუძველი იმისა, რომ ვივარაუდოთ, რომ კორუფციის ნიშნები არსებობს, ნამდვილად ჩვენ გვაქვს,“ - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორს, ეკა გიგაურს იმის მოლოდინი არ აქვს, რომ ანტიკორუფციული სამსახური, რომელიც სუს-ის ნაწილია, საკუთარი ხელმძღვანელის წინააღმდეგ საფუძვლიან გამოძიებას დაიწყებს.

„მაგალითად ბალტიისპირეთში, როდესაც სახელმწიფომ ელიტური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გადაწყვიტა, მაშინ მათ გადაწყვიტეს დამოუკიდებელი, ანტიკორუფციული სამსახურების შემქნა,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მკვლევარი, ლაშა სენაშვილი კი აცხადებს, რომ საქართველოში სახელმწიფო საწარმოები ხშირ შემთხვევაში ახლობლების დასაქმების აგდილებად არის გადაქცეული.

ამავე თემაზე
დღის ამბები