06 მაისი 2024,   22:42
ვრცლად
პანკისის ხეობასთან დამაკავშირებელი გზის გადაკეტვის მცდელობა - 200-მდე ახალგაზრდა პროტესტს გამოხატავს

200-მდე ახალგაზრდა პანკისის ხეობასთან დამაკავშირებელი გზის გადაკეტვას შეეცადა. ისინი სოფელ ჯოყოლოში ქრისტიანული სალოცავის დანგრევას აპროტესტებდნენ. მოსახლეობამ გზის დაკეტვის გადაწყვეტილება ახმეტაში გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ მიიღო. მათი თქმით, ცნობილია დამნაშავეების ვინაობა, თუმცა, სამართალდამცავების მხრიდან დროული რეაგირება არ მოხდა. გზის გადაკეტვა ახალგაზრდებს ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან 500-მდე ადგილობრივი ახმეტის ცენტრში, მშენებარე ეკლესიის ეზოში შეიკრიბა და სალოცავის დანგრევა გააპროტესტა. ალავერდის ეპარქიის მეუფემ კი მრევლთან ერთად ხელისუფლების სახელზე სპეციალური მიმართვა შეიმუშავა, რაც ფაქტის დროულ გამოძიებას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ სოფელ ჯოყოლოში სალოცავის დანგრევის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

 

დღის ამბები