06 მაისი 2024,   22:01
ვრცლად
ცვლილებები უნდა განხორციელდეს კონსენსუსის გზით - არასაპარლამენტო ოპოზიცია არჩილ თალაკვაძეს აკრიტიკებს

არასაპარლამენტო ოპოზიცია არჩილ თალაკვაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ოპოზიციას საკონსტიტუციო რეფორმების ბლოკირების მცდელობაში ადანაშაულებს. დღეს კი, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის წარმოების გამო გააკრიტიკა.

საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე, პაატა დავითაია, ქართულ ოცნებას კონსტიტუციის ახალი ვერსიის გამო აკრიტიკებს. ის აღნიშნავს, რომ ამ ვარიანტით ძალაუფლების მითვისება ხდება.

„შევიკარით იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მყოფმა ჯგუფმა არ მიითვისოს ძალაუფლება. რეალურად ამ კონსტიტუციით ხდება ხელისუფლების მითვისება. მათ დაარღვიეს ყველანაირი საერთაშორისო შეთანხმება, რაც ნიშნავს, რომ კონსტიტუციის მიღება და საარჩევნო კოდექსში ცვლილებები უნდა განხორციელდეს კონსენსუსის გზით, ეს კონსენსუსი არ შედგა. კონსენსუსი არის ყველასთან, გარდა ქართული ოცნებისა,“ - განაცხადა პაატა დავითაიამ.

თავისუფალი დემოკრატების წევრმა ნინო გოგუაძემ აღნიშნა, რომ ქართული ოცნება ჩაიკეტა, რაც მმართველი გუნდისთვის კარგის მომტანი არ იქნება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები