26 დეკემბერი 2024,   17:42
ვრცლად
მოვუწოდებთ საზოგადოებას, გაეცნოს ჩვენს გადაწყვეტილებას რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით - ნინო გვენეტაძე

ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველი ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ, წარადგინა.

მან რუსთავი2-ის საქმეზე და ამ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. ნინო გვენეტაძემ საზოგადოებას მოუწოდა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას და საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ განჩინებებს გაეცნოს.

„ზედმეტად მიმაჩნია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შეფასება. ჩვენ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ, ჩვენ ვართ სასამართლო ხელისუფლება, ჩვენგან ეს შეფასებები ნამდვილად არ იქნება გაკეთებული, ჩვენ ვიცნობთ ამ გადაწყვეტილებას და ასევე მოვუწოდებთ საზოგადოებას, კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც გაჩნდა სასამართლო სხდომის დარბაზში, გაეცნონ ჩვენს გადაწყვეტილებას და იმ განჩინებებს, რომლებიც ამ საქმესთან დაკავშირებით არის გაკეთებული,“ - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

დღის ამბები