27 დეკემბერი 2024,   13:39
ვრცლად
სოფელ მოხეში მუსლიმი თემი სადავო შენობის ეზოში ლოცვას განაგრძობს

ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში, მუსლიმი თემი სადავო შენობის ეზოში ლოცვას განაგრძობს. ე.წ. მოხეს კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მართლამადიდებელ და მუსლიმ მრევლს შორის სადავო შენობა კულუტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უნდა გადაეცეს და სოფელში მეჩეთი აშენდეს, მუსლიმი თემისთვის მიუღებელია.

ადგილობრივი მუსლიმები სადავო შენობის გადმოცემას წლებია ითხოვენ, რასაც არ ეთანხმება ქრისტიანული თემი.

ადგილობრივი მუსლიმების თქმით, მათ სახელმწიფოსა და კომისიისგან არასდროს მოუთხოვიათ, რომ სოფელში მეჩეთი აეშენებინათ. ისინი აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნა იყო, კომისიას ე.წ. სადავო შენობის წარმომავლობა გამოეკვლია, თუმცა კომისიამ 2 წლიანი მუშაობის შემდეგ, ეს არ გააკეთა.

ადგილობრივი მუსლიმები აცხადებენ, რომ სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, ისინი ლოცვას ღია ცის ქვეშ გააგრძელებენ.

 

 

 

 

დღის ამბები