27 დეკემბერი 2024,   13:09
ვრცლად
ბათუმში მუსლიმი მრევლი ახალი მეჩეთი მსენებლობის გადაწყვეტილების გაუქმებას აპროტესტებს

ბათუმში, მუსლიმი მრევლი მერის გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვით გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე ახალი მეჩეთი აღარ აშენდება. მუსლიმებმა დღეს პარასკევის ლოცვაზე ქუთაისის ქუჩაზე, ორთა ჯამეზე შეიკრიბნენ და ლოცვის წინ კრიტიკული განცხადებები გააკეთეს. მათი თქმით, დემოკრატიულ საზოგადოებაში ნებისმიერ სარწმუნოებას თავისი ღირსეული სალოცავი უნდა ჰქონდეს.

მრევლის განცხადებით, ახალი მეჩეთის მშენებლობა ბათუმში აუცილებლობას წარმოადგენდა, რადგან არსებული ტერიტორია არ არის საკმარისი. ამ თემასთან დაკავშირებით განმარტებას არც ბათუმის მერია და არც ოფიციალური სამუფტო არ აკეთებს.

ტერიტორია მრევლმა რვა თვის წინ საკუთარი ხარჯებით შეისყიდა. მისი ღირებულება ნახევარ მილიონ დოლარს შეადგენს. 

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის ტარიელ ნაკაიძის თქმით, ხელისუფლებამ ხელმოწერით დაადასტურა მუსლიმი თემის მიმართ დამოკიდებულება. 

“მერიის გადაწყვეტილება, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლითაც ხელისუფლებამ დაადასტურა ხელმოწერით, მუსლიმ თემთან მიმართებაში თავის დამოკიდებულება. ჩვენ ხშირად გვიწევდა იმის თქმა, რომ მუსლიმი თემის დისკრიმინაცია მიმდინარეობდა საქართველოში. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის თქმით, კი აქტის გაცნობის შემდეგ გამოიკვეთება, ეს პოლიტიკური საკითხია თუ წმინდა სამართლებრივი თემა.   

მოხესა და ბათუმში განვითარებულ მოვლენებს არასამთავრობო სექტორი ეხმაურება, სადაც არ ეთანხმებიან მიღებულ გადაწყვეტილებებს და დავის სასამართლოში გაგრძელებას გეგმავენ.

დღის ამბები