26 დეკემბერი 2024,   18:36
ვრცლად
NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორის თქმით, გამოკითხულთა უმრავლესობა "რუსთავი 2"-ის საქმეში მთავრობის ჩარევას ხედავს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წლევანდელ კვლევაში პოლიტიკურ, სოციალურ და რელიგიურ თემებთან ერთად რუსთავი 2-ის საკითხიც მოხვდა. გამოკითხულთა აზრით, რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო დავა არ იყო ნეიტრალური.

აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორის, ლორა ტორნტონის თქმით, იმ ადამიანების უმრავლესობის აზრით, რომლისთვისაც რუსთავი 2-ის საქმე ცნობილი იყო, პროცესი სამართლიანად არ წარიმართა და მთავრობის მხრიდან ჩარევის მცდელობა იყო.

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებამ რუსთავი 2-თან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეძლო.

საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ირაკლი აბესაძე საზოგადოების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მთავრობა ცდილობდა ჩარევას რუსთავი 2-ის საქმიანობაში, სწორ ხედვად აფასებს.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებული მონაცემი არასწორია, რადგან განათლების მინისტრი, სამაუწყებლო კომპანიას "პარტიულ ტელევიზიად" განიხილავს.

გამოკითხული მოქალაქეების 56%, რომლებმაც იცოდნენ უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეში გამოტანილი განაჩენი, ფიქრობენ რომ მთავრობის მხრიდან ჩარევას ჰქონდა ადგილი.

დღის ამბები