27 აპრილი 2024,   13:06
ვრცლად
სროლა პარიზში - პოლიციამ Notre-Dame-თან ნაჯახით შეიარაღებული მამაკაცი დაჭრა

საფრანგეთის პოლიციამ პარიზში, Notre-Dame-ის ტაძართან, ნაჯახით შეიარაღებული მამაკაცი დაჭრა.

ცნობილია, რომ მამაკაცმა ნაჯახით პოლიციელზე თავდასხმა სცადა, როდესაც სამართალდამცველებმა მისი შეჩერება შეძლეს, თუმცა ასევე დაშავდა 1 პოლიციელი. 

ინციდენტი პარიზში ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე მოხდა, სადაც უამრავი ტურისტი იყრის თავს. სროლამ ხალხში პანიკა გამოიწვია და ამ დროისათვის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია.

საფრანგეთში  2015 წელს ჯიჰადისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, რომელმაც 130 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, უსაფრთხოების ზომები გაძიერებულია.

3 დღის წინ ტერორისტული თავდასხმა ლონდონში მოხდა, როდესაც 3-მა თავდამსხმელმა 7 ქუჩაში ადამიანი მოკლა.

დღის ამბები