27 აპრილი 2024,   14:21
ვრცლად
აფგან მუხთარლის საქმე - ჟურნალისტის კითხვას ვადებთან დაკავშირებით, არჩილ თალაკვაძე პირდაპირ პასუხს არ სცემს

გადაცემა არჩევანში ჟურნალისტმა მაია მეცხვარიაშვილმა უმრავლესობის წევრ არჩილ თალაკვაძეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის შესაძლო გადაცემის შესახებ კითხვა დაუსვა.

ჟურნალისტის ინტერესს წარმოადგენს, რა გონივრული ვადა დასჭირდება იმას, რომ დაადგინოს საგამოძიებო უწყებამ, როგორ გადალახა აფგან მუხთარლიმ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

არჩილ თალაკვაძემ ზუსტი დრო ვერ დაასახელა, თუ რამდენ ხანში შეძლებს გამოძიება იმის დადგენას, როგორ მოხვდა ჟურნალისტი ბაქოს ციხეში.

არჩილ თალაკვაძე ამის მიზეზად სხვადასხვა პროცედურებს ასახელებს, მათ შორის საგამოძიებო პროცედურებსაც გულისხმობს. უმრავლესობის წევრი საქმის სირთულეს უსვამს ხაზს.

დღის ამბები