06 მაისი 2024,   22:37
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ლონდონში, ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ლონდონში, ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგო პატივი. ცერემონია მონარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის დაწყებამდე გაიმართა.

დღესვე ელისაბედ მეორემ მიმართვაც გაავრცელა და ბრიტანეთში ბოლო პერიოდში დატრიალებული ტრაგედიები გაიხსენა. მისი თქმით, ლონდონისა და მანჩესტერის ტერაქტების გამო ქვეყანა მწუხარებამ მოიცვა.

დედოფალი გუშინ პირადად შეხვდა გრენფელ თაუერში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს. ტრაგედიას ბოლო მონაცემებით, 30 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები