06 მაისი 2024,   22:56
ვრცლად
რომის პაპმა ვატიკანში გერმანიის კანცლერს უმასპინძლა

რომის პაპმა ვატიკანში გერმანიის კანცლერს უმასპინძლა. პაპი ფრანცისკესა და ანგელა მერკელის აუდიენცია დახურულ კარს მიღმა 40 წუთს გაგრძელდა.

გავრცელებული ცნობით, შეხვედრაზე მათ კლიმატის ცვლილების, ტერორიზმის საფრთხისა და მომავალ თვეში, ჰამბურგში დაგეგმილი დიდი ოცეულის სამიტის შესახებ ისაუბრეს.

კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა და გერმანიის კანცლერმა საჩუქრებიც გაცვალეს. ანგელა მერკელმა, რომელსაც ვიზიტის დროს თან ახლდა მეუღლეც, მოლაპარაკება ვატიკანის სახელმწიფო მდივანთანაც გამართა. 

დღის ამბები